ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

,,მთის ამბები": ჩვენი Facebook-დან მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებსა და მამხილებელ მასალებს მასობრივად შლიან

„მთის ამბები“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მათი Facebook-გვერდიდან მასობრივად შლიან მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებს, მათ შორის, ინფორმაციებს შოვის ტრაგედიაზე, ბალდის კანიონზე.

განცხადებაში წერია, რომ ,,მთის ამბები" მომხდარის გარკვევას და შესაბამის რეაგირებას ცდილობს.

,,რამდენიმე წუთია ჩვენი ფეისბუკგვერდიდან მასობრივად შლიან შოვის ტრაგედიაზე, ჭიათურის ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რაჭის ტყეების ოკუპაციაზე, ბალდის კანიონზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში არსებულ კორუფციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებსა და დაკავშირებულ მამხილებელ მასალებს. ჩვენ ვცდილობთ მომხდარის გარკვევას და შესაბამის რეაგირებას", - ნათქვამია ,,მთის ამბების" განცხადებაში.