შვეიცარიაში მიმდინარე სამიტის გახსნაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სწორედ ეს ორდღიანი სამიტი, ისტორიას შექმნის.
მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე აგრესიული ომი მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს სურდა.
„უკრაინას ეს ომი არ სურდა. რუსეთის მხრიდან კრიმინალური და აბსოლუტურად არაპროვოცირებული აგრესიაა. ერთადერთი ვისაც ეს სურდა – პუტინია. ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო უფრო ძლიერია. სწორედ ამიტომ წარმოიშვა მშვიდობის ფორმულა, მსოფლიოს უმრავლესობის ერთიანობის ფორმულა მშვიდობისთვის, გაერო-ს ქარტიისა და პრინციპების სრული ეფექტურობისთვის, საერთაშორისო სამართლისა და, ამგვარად, გლობალური უსაფრთხოებისთვის. თითოეული ქვეყნის შეხედულებები, იდეები და ლიდერობა თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ყველაფერი რაც დღეს სამიტზე იქნება შეთანხმებული, სამშვიდობო პროცესის ნაწილი გახდება, რომელიც ყველას ძალიან გვჭირდება. მჯერა, გავხდებით მოწმე იმისა, თუ როგორ იქმნება ისტორია, აქ, ამ სამიტზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შვეიცარიაში მიმდინარე 2-დღიან სამიტზე 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და წარმომადგენელი იმყოფება, მათ შორისაა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.