ღაზის სექტორში, ქალაქ რაფაჰის სიახლოვეს, სადაც ბოლო კვირებია დაჯგუფება „ჰამასთან“ შეტაკებები მიმდინარეობს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 8 ისრაელელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროები დანაღმულ ავტომობილში აღმოჩნდნენ. ისრაელის არმიის განცხადებით, ეს ომის დაწყების შემდეგ „ცაჰალის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკარგია.
ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ისრაელმა „ჰამასთან“ ომში 306 ჯარისკაცი დაკარგა.