BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს. ეგვიპტის საზღვართან ახლოს ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ერთი ეგვიპტელი სამხედრო დაიღუპა. ისრაელის პრესა წერს, რომ ცახალის მხრიდან არავინ დაშავებულა. როგორც ეგვიპტელი, ისე ისრაელელი სამხედროები დეტალებს, თუ რა მოხდა, ახლაღა სწავლობენ.
დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სამი კვირის წინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ რაფაჰში ღაზის სექტორის ეგვიპტესთან დამაკავშირებელი საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიკავეს.