ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჰამბურგში, ნიდერლანდების ნაკრების ფან-ზონასთან პოლიციამ დაჭრა კაცი, რომელიც მათ ნაჯახით ემუქრებოდა

გერმანიის ქალაქ ჰამბურგის ცენტრში მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც ნაჯახით შეიარაღებული კაცი სამართალდამცველებს ემუქრებოდა. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, მათ კაცს ესროლეს, რომელიც სერიოზულად დაიჭრა.

მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფან-ზონასთან ახლოს მოხდა. დღეს, ნიდერლანდები-პოლონეთის მატჩი სწორედ ჰამბურგში გაიმართება.