ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მშვიდობის სამიტის დასკვნით კომუნიკეს 92 ქვეყნიდან 80-მა დაუჭირა მხარი

80-მა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომლებიც შვეიცარიაში მიმდინარე გლობალური მშვიდობის სამიტში, მონაწილეობენ, დასკვნით კომუნიკეს მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დოკუმენტის მხარდამჭერს ქვეყნებს შორის არიან - საქართველო, უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ფინეთი, მოლდოვა, პოლონეთი და ასევე ევროპარლამენტი.

კომუნიკეს მხარი არ დაუჭირეს საუდის არაბეთმა, ტაილანდმა, ინდოეთმა, მექსიკამ, სამხრეთ აფრიკამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა.

კომუნიკეს საბოლოო ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულმა. მანამდე სააგენტო Reuters-მა დოკუმენტის პროექტი გაავრცელა.