შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინიაციო კასისის განცხადებით, შვეიცარიას სურს, განიხილოს სამიტის შედეგები როგორც რუსეთთან, ასევე ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, რომლებიც სამიტში არ მონაწილეობდნენ.
მშვიდობის სამიტის საბოლოო კომუნიკეს მხარს უჭერს კონფერენციაში მონაწილე 91 სახელმწიფოდან - 80. მათ შორის არიან აშშ, ევროკავშირის ყველა ქვეყანა, იაპონია, ავსტრალია, სერბეთი, საქართველო, მოლდოვა, თურქეთი, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რიგი ქვეყნები.
მსხვილმა სახელმწიფოებმა, როგორებიცაა ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ შვეიცარიაში, კომუნიკეს ხელი არ მოაწერეს.