ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ირაკლი კობახიძე: ყველა დეპუტატი, ვისაც სურვილი ექნება, ჩვენს სიაში უნდა დარჩეს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ყველა წევრი, რომელსაც ექნება სურვილი, საარჩევნო სიაში უნდა დარჩეს.

მისივე თქმით,  ამ საკითხზე კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა. 

„დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული ყველა წინა საპარლამენტო უმრავლესობისგან ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის არის კომპეტენცია. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, მე მიმაჩნია, რომ ვისაც ექნება სურვილი მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან ყველა უნდა დარჩეს სიაში — ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება. აქ იგულისხმება რა თქმა უნდა საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი“, - ამბობს კობახიძე.

კითხვაზე, იქნება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ამ სიის პირველი ნომერი, კობახიძე ამბობს რომ „ქართულ ოცნებაში“ ყველა პრინციპული გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე იღებს. 

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი დამოკიდებულება ასეთია რომ ყველა პრინციპული გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას მიღებული. ჯერ არ დაწყებულა კონსულტაციები სიებთან დაკავშირებით. ჩვენთან სია განიხილება პოლიტსაბჭოს ფორმატში კოლეგიალურად“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.