ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, წყალსადენის შეკეთებას რამდენიმე დღე დასჭირდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორის, ხოსე მიგელ სანტოს გონზალეზის განცხადებით, წყალსადენის შეკეთებას რამდენიმე დღე დასჭირდება.

მისივე თქმით, კომპანია პარალელურად, მოსახლეობისთვის წყლის ალტერნატიული გზით მიწოდებაზე მუშაობს.

„24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ სამი მიმართულებით, რათა მივაღწიოთ დაზიანებულ წყალსადენამდე და უმოკლეს დროში შევაკეთოთ. გუშინ ღამით დავიწყეთ სამუშაოები, რათა მოგვეშორებინა მიწა, რაც წყალსადენზე იყო. ახლა კიდევ რამდენიმე დღე გვჭირდება, რომ წყალსადენი შევაკეთოთ. პარალელურად ვმუშაობთ წყლის სისტემის ათვისებაზე, რათა აბონენტებს წყალი მივაწოდოთ ალტერნატიული მილებით. ჩვენი სისტემის შედეგად შევძელით 63 000-მდე აბონენტისთვის წყლის მიწოდება ერთი გრაფიკით – რამდენიმე საათით დილით დაახლოებით 07:00 საათიდან 10:00 საათამდე, 07:00 საათიდან 10:30 საათამდე და ანალოგიური დროით საღამოს, რათა ყველა მომხმარებლისთვის შევძლოთ წყლის მიწოდება. 15 წყლის რეზერვუარი გვაქვს ხელმისაწვდომი, რათა პორტატული წყალი მივაწოდოთ იმ ადგილებში, სადაც არ შეგვიძლია წყლის მიწოდება ჩვენი სისტემით“, – განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა.

GWP-ის ინფორმაციით, წყლის მიწოდების ვადები სხვადასხვა არეალში სხვადასხვა დროით განისაზღვრა.