ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ჩინეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერაზე.
კითხვაზე, რისი გაკეთება შეუძლიათ ნატოს ქვეყნებს ამ მიმართულებით, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ მიმდინარეობს საუბარი შესაძლო სანქციებზე.
„ოფიციალური პეკინი ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს, როდესაც რუსეთის ომს უჭერს მხარს და ამავდროულად ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს. ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს ვერ იმუშავებს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.