ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჩინეთის საგარეო: პეკინზე ცილისმწამებლური ხასიათის თავდასხმების ნაცვლად, ნატომ ხელახლა უნდა გაიაზროს საკუთარი ქმედებები

აშშ-ში ვიზიტით მყოფი იენს სტოლტენბერგის განცხადებას უკვე უპასუხეს პეკინშიც. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ნატოს, ხელახლა გაიაზროს უკრაინაში საკუთარი ქმედებები.

„საერთაშორისო საზოგადოებას აქვს სამართლიანი აზრი იმასთან დაკავშირებით, რა როლს ასრულებს ნატო უკრაინულ კრიზისში. ჩინეთზე ცილისმწამებლური ხასიათის თავდასხმების ნაცვლად, ნატომ ხელახლა უნდა გაიაზროს საკუთარი ქმედებები“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ლინ ცზიანმა.

მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ პეკინი 2 კურდღლის დაჭერას ცდილობს, როდესაც რუსეთის ომს უჭერს მხარს და ამავდროულად ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს.