„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ჰელსინკის კომისიაში, 20 ივნისს ჩანიშნულ მოსმენას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამერიკის კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში უკვე იყო ერთი განხილვა, სადაც ძალიან ბევრი რამ ნათელი გახდა.
„ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ დაანახებს ყველას, თუ როგორ ორკესტრირებულად და მიზანმიმართულად ხდება ამგვარი კანონის ინიცირება, საზოგადოებაში დაძაბულობისა და პოლარიზაციის შეტანა, სამოქალაქო სექტორია და მედიის დაშინება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში“ - აღნიშნა გიგი წერეთელმა.