თბილისში სამი ადგილიდან - რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან და „300 არაგველის მეტროდან“ აქცია-მსვლელობა იმართება, რომლის დევიზია: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“.
მსვლელობის მონაწილეებმა გადაკეტეს საავტომობილო გზები რუსთაველის გამზირზე, ასევე მარჯანიშვილის მოედნისა და მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარედ.
საბოლოოდ, მოქალაქეები ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან და „აგენტების კანონს“ კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.