ღამით ლვოვის ოლქზე დრონებით თავდსხმა იყო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მალეხოვის რაიონში ერთი ადამიანი, 70 წლის კაცი დაიჭრა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამასთან, რეგიონის გუბერნატორი, მაქსიმ კოზიცკი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მტრის მიერ გაშვებული 5 "შაჰიდიდან" ხუთივე ჩამოაგდეს.
,,ღამის პირველი განგაშის დროს, რომელიც 19 ივნისს 02:32 საათიდან 03:35 საათამდე გაგრძელდა, ლვოვის რეგიონის საჰაერო სივრცეში მტრის 4 თვითმფრინავი შევიდა.
მეორე განგაშის დროს, რომელიც 04:27 საათიდან 05:24 საათამდე გაგრძელდა, კიდევ ერთი „შაჰედი“ ცდილობდა ჩვენს ტერიტორიაზე შეტევას",- წერია ინფორმაციაში.