უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამით ოკუპანტებმა უკრაინას ,,შაჰედ-131/136" ტიპის 21 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. უწყების ცნობით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 19 დრონი გაანადგურეს.
„საბრძოლო სამუშაოების შედეგად, ხერსონის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ხმელნიცკისა და ლვოვის ოლქებში მტრის მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 19 დრონი განადგურდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.