თბილისის სამი ლოკაციიდან დაძრული „ევროპის მარშის“ მონაწილეები ევროპის მოედანზე მივიდნენ, სადაც „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ აქცია დაიწყო.
„გავათენოთ საქართველოსთვის“ - ამ ლოზუნგით კი 12 მაისს, 22:00 საათზე მოქალაქეები პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. ღონისძიება სოციალურ ქსელში დაიგეგმა, რომლის ორგანიზატორებიც აპირებენ, რომ ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენონ, რადგან 13 მაისის დილას, ხელისუფლება „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით განიხილავს.