ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გურამ მაჭარაშვილი: ამ ზაფხულში ვერაფერი, მათ შორის, ვერც პოლიტიკური ურთიერთობები ვერ გაიყინება

ამ ზაფხულში ვერაფერი, მათ შორის, ვერც პოლიტიკური ურთიერთობები ვერ გაიყინება, ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას.

„ევროკავშირის ელჩმა ეს განცხადება რის საფუძველზე გააკეთა, გაუგებარია, იმიტომ, რომ ევროპის საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებით ჩვენ არამხოლოდ კანდიდატ ქვეყნებზე, არამედ წევრ ქვეყნებზე წინ ვართ. ამიტომ, თუ რაიმეს გაყინვაზეა საუბარი, ერთადერთი შეიძლება ჩვენ გავყინოთ ლგბტ პროპაგანდა, რადიკალური ოპოზიციის ქმედებები.

მე კითხვა მაქვს ევროკავშირის ელჩთან: იმ ათეულობით მილიონმა ევროპელმა ჩვენს მსგავსად უარი რომ უთხრა, ლგბტ პროპაგანდასა და ულტრა ლიბერალურ ფაშისტურ პოლიტიკას, მათაც ურთიერთობების გაყინვის სურვილი აქვთ?“ - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

როგორც დღეს ჰერჩინსკიმ განაცხადა, გულსატკენია იმის ნახვა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად შეჩერებული და გაყინულია.