ვლადიმერ პუტინი ვიეტნამში ჩავიდა. ის ქვეყნის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, პუტინის ვიზიტი ეკონომიკურ, განათლებისა და ენერგეტიკის საკითხებს შეეხება.
მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტს ჰანოის აეროპორტში ვიეტნამის ვიცე-პრემიერი ტრან ჰონგ ჰა და პარტიის უმაღლესი დიპლომატი ლე ჰოაი ტრუნგი დახვდნენ.