ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კანადამ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა

კანადამ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. როგორც ჟურნალისტებს კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა დომინიკ ლებლანმა განუცხადა, ქვეყნის ხელისუფლება მიიღებს ყველა საჭირო ზომას ამ ორგანიზაციის გასანეიტრალებლად.

პარალელურად კანადის საგარეო უწყებამ ირანში მყოფ თანამემამულეებს ქვეყნის დაუყოვნებლის დატოვებისკენ მოუწოდა. გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ თეირანშიც.

ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენლის, ნასერ კანაანის განცხადებით, კანადამ არაგონივრული ნაბიჯი გადადგა, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და ირანის ამ ქმედებას თანაზომად პასუხს გასცემს.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, შვედეთს, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთს.