ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შემოტანის მცდელობები აღიკვეთა

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი“ ნარკოტიკული საშუალებების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ეჭვის საფუძველზე, ბარგის დათვალიერების შედეგად, სპორტულ ფეხსაცმელებში, მალულად განთავსებული (ფეხსაცმელების ლანჩის ქვეშ), პოლიეთილენის შეფუთვებში დაფასოებული 238 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება (კრისტალური ფხვნილის სახით მეტადონის მარილი) აღმოაჩინეს.

ასევე, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე აღიკვეთა დიდი ოდენობით (საერთო წონა 500 გრამი) ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის“ შემოტანის მცდელობა, რომელიც სამართალდამრღვევ უცხო ქვეყნის მოქალაქეს წებოვანი ლენტით, სხეულზე მალულად ჰქონდა განთავსებული.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აკრძალული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის კიდევ ერთი მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. კერძოდ, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ბარგისა და სხეულის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 168 კაფსულა ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.