რუმინეთის თავდაცვის უმაღლესი საბჭორს გადაწყვეტილებით, მის მფლობელობაში არსებული „პეტრიოტის“ ოთხი სისტემიდან ერთს უკრაინას გადასცემს.
როგორც საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება უკრაინაში ვითარების მნიშვნელოვნად გაუარესების გათვალისწინებით მიიღეს.
მათივე განცხადებით, კიევს „პეტრიოტს“ მხოლოდ იმ პირობით გადასცემენ, თუ რუმინეთი სტრატეგიულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების შედეგად, ანალოგიურ ან სხვა მსგავს თავდაცვით სისტემას მიიღებს.
მათი ცნობით, რუმინეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად.