NATO-ს მომდევნო გენერალური მდივანი ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტე იქნება. მის კანდიდატურას ალიანსის 32-ვე ქვეყანა დათანხმდა.
რუტე NATO-ს გენერალური მდივანი საკმაოდ კრიტიკულ მომენტში ხდება. თანამდებობას ის 2 ოქტომბერს დაიკავებს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე. არჩევნების შედეგები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სამხედრო ალიანსზე.
რუტემ თავისი სურვილის შესახებ, გასული წლის ნოემბერში განაცხადა და მას ალიანსის წევრების დიდმა ნაწილმა თავიდანვე დაუჭირა მხარი.
2014 წლიდან NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგია. 2017-ში წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ უფლებამოსილების ვადა 2020 წლის სექტემბრისთვის გაეხანგრძლივებინათ, ამ თარიღმა კი 2019 წელს კიდევ ორი წლით გადაიწია.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივეს.