ევროპის მოედანზე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია დასრულდა. მანამდე ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, რომ ხვალ 22:00 საათზე, პარლამენტთან მივიდნენ და შეუერთდნენ აქციას „ერთად გავუთენოთ საქართველოს“.
მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, ხვალინდელი ღამისთვის განსაკუთრებულად მოემზადონ. კერძოდ, თან იქონიონ საწვიმრები, ტელეფონის დამტენები, წყალი და ყველა ის ატრიბუტი, რაც მათ ღამის გათევის დროს დასჭირდებათ.
13 მაისის დილას, ხელისუფლება „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით განიხილავს.