სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა. ამის შესახებ ქვეყნის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ღაზის სექტორში არსებული კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარება და მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს.
უკვე ცნობილი გახდა, რომ ერევნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის ელჩი უწყებაში დაიბარა.