თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ სომხეთის გადაწყვეტილებას მიესალმება.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა პალესტინა, რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ აღიაროს.
„მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო ისეთი ქვეყნების შემდეგ, როგორიცაა ესპანეთი, ირლანდია, ნორვეგია და სლოვენია.
როგორც ყოველთვის აღვნიშნავდით, პალესტინის აღიარება საერთაშორისო სამართლის, სამართლიანობისა და სინდისის მოთხოვნაა.
თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა პალესტინა, რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ აღიაროს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთის რესპუბლიკამ პალესტინის სახელმწიფო დღეს აღიარა.