ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფის მეორე მატჩში ერთმანეთს უკრაინისა და სლოვაკეთის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ. უკრაინელებმა ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს და სლოვაკეთი 2-1 დაამარცხეს.
პირველი გოლი მე -17 წუთზე სლოვაკეთის ნაკრების ფეხბურთელმა ივან შრანცმა გაიტანა. შემდეგ კი უკრაინელებმა 54-ე და მე-80 წუთზე, ორჯერ აიღეს მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს.