ევრო 2024-ზე, F ჯგუფის მორიგ მატჩში, პორტუგალიის ნაკრებმა ჩეხეთი 2-1 დაამარცხა.
მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და პირველი ტაიმიც უგოლო აღმოჩნდა. მეორე ტაიმის 62-ე წუთზე კი ჩეხებმა ანგარიში გახსნეს. თუმცა, 69-ე წუთზე ავტოგოლოთ ანგარიში გათანაბრდა.
ოგების გოლი, მეორე ტაიმის მიწურულს, დამატებით დროში პორტუგალიელებმა გაიტანეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს.
რაც შეეხება შემდეგ მატჩებს, 22 ივნისს,17:00 საათზე, საქართველოს ნაკრები ჰამბურგში, ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო ამავე დღეს, 20:00 საათზე პორტუგალია თურქეთს შეხვდება.