თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეთინ კოჩა ავრცელებს.
,,დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა," - განაცხადა კოჩამ. მისივე თქმით, ხანძრის შედეგად 78 ადამიანი დაშავდა, მათგან ხუთი საავადმყოფოში, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ადგილზე, ამ დრომდე მუშაობენ მეხანძრეები.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია აცხადებს, რომ ხანძარი ხუთშაბათს ღამით, დიარბაქირის პროვინციის, ცინარისა და მარდინის პროვინციის, მაზიდაგის რაიონებში კულტივირებულ ტერიტორიებზე გაჩნდა.
ხანძრის გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმა შეუწყო.