ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზახაროვას განცხადებით, სავიზო ცენტრების დახურვის შემთხვევაში მოსკოვი აშშ-ს ადეკვატურ პასუხს გასცემს

მოსკოვი ადეკვატურ პასუხს გასცემს, თუ შეერთებული შტატები დახურავს რუსეთის სავიზო ცენტრებს და ჩამოართმევს დიპლომატებს საგადასახადო პრივილეგიებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„თუ ასეთი ზომები განხორციელდება, რუსული მხარე ადეკვატურ პასუხს გასცემს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

აშშ რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს, რუს დიპლომატებს კი საგადასახადო შეღავათებს ართმევს, - ამის შესახებ, ,,ეხო კავკაზას" ინფორმაციით, აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.