ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გრიგოლ გეგელია: საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ, ევროპა საუბრობს არამხოლოდ სავიზო სანქციებზე, არამედ ფინანსური ზომების მიღებაზეც

საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ, ევროპა საუბრობს არამხოლოდ სავიზო სანქციებზე არამედ ფინანსური და ეკონომიკური ტიპის ზომების მიღებაზეც. ყველა ვინც ჩართულია რუსულ სპეცოპერაციაში და ქართველი ერის ისტორიულ საგარეო არჩევანს ღალატობს, მიიღებს შესაბამის პასუხს როგორც აშშ-ის, ასევე ევროპული კავშირის მხრიდან, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ,,ალდეს" მიერ მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს ევროპის სახელმწიფოებს, არჩევნების არათავისუფალ რეჟიმში ჩატარების შემთხვევაში, ძირეულად გადაიხედოს ურთიერთობები საქართველოსთან და მათ შორის, გადაიხედოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხიც.

„დღეს „ალდემ“ მიიღო კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის 9 წევრი სახელმწიფოს ათმა სხვადასხვა პარტიამ დააინიცირა. ევროპის მოწინავე პარტიების მიერ ინიცირებული დოკუმენტი მკაფიოდ მოუწოდებს ევროკავშირის მთავრობებს, რომ სანქციები დაუწესდეს „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერს, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ჩვენს ევროპულ გზას, აგრეთვე პირადად ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს, ისევე როგორც ძალოვანი ინსტიტუტების წარმომადგენლებს, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების ფუნდამენტურ დემოკრატიულ უფლებებს ფეხქვეშ თელავს.

ამასთან, რეზოლუცია მოუწოდებს ევროპის სახელმწიფოებს, არჩევნების არათავისუფალ რეჟიმში ჩატარების შემთხვევაში, ძირეულად გადაიხედოს ურთიერთობები საქართველოსთან და მათ შორის, გადაიხედოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხიც“, - განაცხადა გეგელიამ.