უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ოლქებზე. კერძოდ, შეტევა იყო ბრიანსკისა და სმოლენსკის ოლქებზე.
გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზის განცხადებით, ღამის განმავლობაში, ბრაიანსკის ოლქის თავზე 30 დრონი ჩამოაგდეს. მისი თქმით, ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა.
სმოლენსკის ოლქის გუბერნატორმა ვასილი ანოხინმა ასევე დაწერა ღამით დრონებით თავდასხმის შესახებ. მისი თქმით, საჰაერო თავდაცვა მუშაობდა სმოლენსკსა და იარცევოში, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.