ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თეონა აქუბარდია: პრემიერის ანგარიშში ტყუილებისა და სადღეგრძელოების გარდა სხვა არაფერია

ვფიქრობ, პრემიერის ანგარიშზე მობილიზაცია იქნება „ქართულ ოცნებაში“ გამოცხადებული და კვორუმის პრობლემა არ იქნება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ანგარიშში ტყუილებისა და სადღეგრძელოების გარდა სხვა არაფერია.

„მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ წევრები „შატალოზე“ დადიან და სესიაზე მოსვლას აგვიანებენ ხოლმე, ვფიქრობ, პრემიერის ანგარიშზე მობილიზაცია იქნება „ქართულ ოცნებაში“ გამოცხადებული და კვორუმის პრობლემა არ იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, მომხსენებლის პრობლემა არის, ისევე როგორც ანგარიშის, სადაც ტყუილებისა და სადღეგრძელოების გარდა სხვა არაფერი არ არის. მთავარი, ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაზეც მე ვაპირებ კითხვების დასმას, არის - რატომ გვატყუებს მაშინ, როდესაც დეოკუპაციის ხედვის შემუშავება, რომელიც სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მთავრობაში, ანგარიშიდან ამოღებულია; რატომ გვატყუებს საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე მაშინ, როდესაც თამაზ გინტურის მკვლელობის მიუხედავად ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია საერთოდ გამქრალია ანგარიშიდან; და რას უპირებს ამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას იმ ფონზე, როდესაც საქართველოსთან ამერიკა დახმარებას ამცირებს და საუბრობს, რომ ეს საბოლოოდ „ქართული ოცნების“ დამსახურებით დასრულდება. ამ კითხვებზე მან პასუხი უნდა გასცეს ქართველი ხალხის წინაშე და არა მხოლოდ ჩემთან“, - აღნიშნა აქუბარდიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე 28 ივნისს საქართველოს პარლამენტში, მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს პლენარულ სხდომაზე წარადგენს.