ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი გაგრის ,,პროკურატურაზე" დაყრდნობით წერს.
„წინასწარი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება“, - განაცხადეს ე.წ. პროკურატურაში.