რუსული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში უკრაინის სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 151-მდე გაიზარდა, რომელთაგან 82 ჰოსპიტალიზებულია. მათ შორის 55 უფროსი, ხოლო 27 ბავშვია.
„გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, დაშავებულია 151, მათგან 82 სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი“,- წერს რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმა „ატაკამსის“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტით განხორციელდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სევასტოპოლზე განზრახ სარაკეტო დარტყმაზე პასუხისმგებლობას, უკრაინასთან ერთად, აშშ-საც აკისრებს.