ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ სროლაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ოკუპირებულ აფხაზეთში, აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შენახვა-გადატანის მუხლებით აღიძრა.

ინფორმაციას რუსული მედია გაგრის რაიონის ე.წ. პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონფლიქტის ყველა მონაწილე „აფხაზეთის მოქალაქეა“ და მათ ამ დრომდე ეძებენ.
ე.წ. საზღვარზე სროლა გუშინ მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი მოქალაქე, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.