ე.წ. სამართალდამცავებმა ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე მსროლელთა ვინაობა დაადგინეს. ამის შესახებ TASS-ს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, რობერტ კიუტმა განუცხადა.
„მსროლელები იდენტიფიცირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განგაში გამოაცხადა, უსაფრთხოების პუნქტები გაძლიერდა, ყველა სამსახური მიზნად ისახავს დანაშაულის ჩამდენი მოქალაქეების ძებნას და დაკავებას. მსხვერპლთა შორის რუსეთის მოქალაქეები არ არიან“, - აღნიშნა კიუტმა.
მისივე თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.