სოფელ წიწამურთან მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს.
GWP-ს ინფორმაციით, მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 2 დღეშია დაგეგმილი.
„მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 2 დღეშია დაგეგმილი.
სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების, აღსადგენი სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
16 ივნისს კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომ სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.
თბილისის ნაწილი რამდენიმე დღეა უწყლოდაა. მოქმედებს გრაფიკი, რომლითაც ზოგიერთ უბანს წყალი მხოლოდ სამი საათით მიეწოდება. ზოგიერთ რაიონში კი წყალს სპეციალური რეზერვუარებით არიგებენ. წყალი შეწყვეტილია მცხეთასა და მიმდებარე სოფლებშიც.