ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მარგუს ცაჰკნა: საქართველოსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია ძალიან სერიოზულია და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას

პირველი და მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ აღარ იქნება წინსვლა საქართველოს მხრიდან ევროკავშირისკენ გზაზე, თუ ეს მთავრობა არ შეიცვლის ქცევის წესს, თუ არ გაიწვევს უცხო ქვეყნის აგენტების კანონს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მარგუს ცაჰკნას თქმით, არსებობს ევროკომისიის მიერ მომზადებული ზომების ჩამონათვალი.

„ვიმსჯელებთ დაფინანსების გამოყოფაზე, შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვაზე უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის და ბევრ სხვა ასპექტზე. საქართველოსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია ძალიან სერიოზულია და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას. ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას. ჩვენ ვიყავით საქართველოში ერთი თვის წინ და დავინახეთ ეს. სამწუხაროა, მაგრამ უნდა მივიღოთ ზომები“, - აღნიშნა ცაჰკნამ.