ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ფავლენიშვილი: სამწუხაროა, რომ ივანიშვილის და მისი ბანდის ქმედებების გამო, განიხილება ისეთი ზომები, როგორიც არის ვიზალიბერალიზაციის, ფინანსური დახმარების გადახედვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილება ის ზომები, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ივანიშვილს და მის გარემოცვას, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მოქალაქეების კეთილდღეობას.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, ოქტომბრის არჩევნებისთვის კონსოლიდაცია და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გასტუმრება.

„სამწუხაროდ, ამ უმაღლეს პოლიტიკურ შეხვედრაზეც განიხილება ის ზომები, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ივანიშვილს და მის ბანდას, არამედ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. სამწუხაროა, რომ ივანიშვილის და მისი ბანდის ქმედებების გამო, განიხილება ისეთი ზომები, როგორიც არის ვიზალიბერალიზაციის, ფინანსური დახმარების გადახედვა. სამწუხაროდ, ყველაფერი ეს საბოლოოდ უნდა აისახოს საქართველოს თითოეული მოქალაქის ბედზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ კონსოლიდირება ოქტომბრის არჩევნებისთვის და გავისტუმროთ ის ბანდა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.