ბაქოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ინციდენტი ძებნილი პირის დაკავებისას მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპნენ 3 აზერბაიჯანელი სამართალდამცველი, მშვიდობიანი მოქალაქე და თავად ის პირი, რომელიც უნდა დაეკავებინათ.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაღუპული პოლიციელების სახელები უკვე გამოაქვეყნა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.