ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ლევან ბეჟაშვილი: 27 ივნისს, გვექნება მთავარი ევროპის პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხი - დებატები საქართველოზე

მიუხედავად ქართული ოცნების წარმომადგენლების პროტესტისა, რომ ეს დებატები არ გამართულიყო, ევროსაბჭოს შემადგენლობამ აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას და ხუთშაბათს, 27 ივნისს, გვექნება მთავარი ევროპის პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხი - დებატები საქართველოზე, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა, ევროსაბჭოში საქართველოზე დებატების ჩანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან საქართველოში არსებული ვითარებით.

„მათთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის პოზიცია საქართველოს ევროპულ მომავალთან, პერსპექტივასთან მიმართებაში და ამიტომ სრულ სოლიდარობას უცხადებენ.

ამიტომ არის განპირობებული ის, რომ დღეს ევროსაბჭომ ჩანიშნა საგანგებო დებატები საქართველოში დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ექნებათ საშუალება თავისი პოზიცია გამოხატონ იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც დღეს საქართველოშია - როდესაც ჩვენს ახალგაზრდებს, საზოგადოებას ქუჩაში ხვდებიან, ძალადობენ მათზე და არქმევენ ევროპულ მომავალს“, -აღნიშნა ბეჟაშვილმა.