ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გიორგი გახარია: ბორელის დღევანდელი განცხადება „ქართული ოცნების” ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია

ჟოზეფ ბორელის დღევანდელი განცხადება „ქართული ოცნების” ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი X-ზე წერს.

გიორგი გახარიას თქმით, „ქართული ოცნების” და საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოსთან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის ნაცვლად, ევროკავშირი განიხილავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივის გაყინვას.

ამიტომ, ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნება” დამარცხდება, ჩვენ სწრაფად დავაბრუნებთ ქვეყანას დემოკრატიულ, ევროპულ და ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე“, - წერს გახარია.

„ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველოსთვის კარი ღიაა, თუმცა თუ მთავრობა ამ გზით სიარულს გააგრძელებს და კვლავ გააკეთებს იმას, რასაც აკეთებს, ეს კარი დაიხურება“, - განაცხადა ბორელმა.