ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბრიუსელში „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკურ საბჭოს ესწრებიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, საგარეო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და საგარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქავთარაძე ბრიუსელში „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკურ საბჭოს ესწრებიან.

როგორც პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები შეხვედრებს მართავენ ევროპელ პოლიტიკოსებთან, რათა ევროკავშირში ქართველი ხალხის ინტერესები სრულფასოვნად იყოს დაცული.

„ევროპელი ლიდერები, ერთი მხრივ, ფიქრობენ, როგორ შეაჩერონ ივანიშვილის მზარდი ავტორიტარიზმი და, მეორე მხრივ, შეუნარჩუნონ ქართველ ხალხს ევროპული პერსპექტივა, რომლის რეალიზება ოქტომბერში „ქართული ოცნების“ გადარჩევის შემდეგ უნდა მოხდეს.

ევროპის სახალხო პარტიის ყურადღების ცენტრში რჩება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა, რომლის გათავისუფლება ევროპარლამენტმა აპრილში მიღებულ თავის ერთ-ერთ ბოლო რეზოლუციაში კიდევ ერთხელ მოითხოვა“, - აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.