ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კულებას განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, უკრაინა სრულუფლებიანი წევრობიდან სამი ნაბიჯით იქნება დაშორებული

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, უკრაინა სრულუფლებიანი წევრობიდან სამი ნაბიჯით იქნება დაშორებული, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

„ესენია: ევროკომისიის დასკვნა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების თაობაზე და უკრაინის მიერ ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილებაზე; გადაწყვეტილება უკრაინის გაწევრიანების შესახებ შეთანხმების გაფორმების თაობაზე; შეთანხმების რატიფიცირება წევრი ქვეყნების პარლამენტების მიერ და უკრაინის მიერ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მოპოვება“, - აღნიშნა კულებამ.

მისივე თქმით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება ევროპისთვის გლობალური მნიშვნელობის მოვლენა იქნება.

დღეს ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად იწყებს.