ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თურქეთი რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს უკრაინასა და რუსეთს, მოლაპარაკებების პროცესი დაიწყონ. ჰაკან ფიდანის თქმით, სიტუაცია შეიძლება გასცდეს რეგიონის საზღვრებს, ამასთანავე, არსებობს ბირთვული შეტაკების რისკიც.

„ხუთას ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ამ ომს. რეგიონსა და მთელ მსოფლიოს ეს ომი ძალიან ძვირი უჯდება. თურქეთი მოუწოდებს მხარეებს, დაიწყონ მოლაპარაკებების პროცესი, ვინაიდან კონფლიქტი შეიძლება გასცდეს უკრაინის საზღვრებს, არსებობს ბირთვული შეტაკების რისკიც“, -აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.