ესტონეთის ელჩის, რიინა კალიურანდის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის იმ მოსაზრებას ემხრობიან, რომელიც უფრო მკაცრი ზომების გატარებას ითვალისწინებს.
როგორც ელჩმა საქართველოს პოლიტიკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე საუბრისას აღნიშნა, ეს გულისხმობს არა მარტო ფინანსური მხარდაჭერის შემცირებას და პოლიტიკური ურთიერთობების შეზღუდვას, არამედ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვასა და სხვა ღონისძიებებს.
„ეს მკაცრი განცხადებები ბრიუსელში იმიტომ გაკეთდა, რომ ნათლად გამოჩნდეს, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს, თუკი საქართველოს მთავრობა არ დაუბრუნდება დასავლურ კურსს.
სხვადასხვა ზომის მიღება ტექნიკურად შესაძლებელია. ეს გულისხმობს გაერთიანებიდან 15 წევრის მხარდაჭერას. შეუძლებელია უსასრულოდ განვასხვავოთ ერთმანეთისგან მთავრობა და ხალხი და ვთქვათ, რომ ხალხი კარგია და მთავრობა არ არის კარგი. ჩვენ არ გვინდა დავსაჯოთ ის ხალხი, ის ადამიანები, რომლებიც ისწრაფვიან ევროპისკენ, მაგრამ არსებობს წესები, რომელიც უნდა დავიცვათ და მივყვეთ", - აღნიშნა ელჩმა.
მისივე თქმით, თუ საქართველოს ევროკავშირის წევრობა უნდა, ეს არა მხოლოდ ემოციურ, არამედ პოლიტიკურ დონეზე უნდა გადაწყდეს და მთავრობის მიერ გაცნობიერებული არჩევანი უნდა იყოს.
„ჩვენი მთავარი იმედი არჩევნებია", - დასძინა კალიურანდმა.