ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კენიაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას 13 ადამიანი ემსხვერპლა

კენიაში საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან შეტაკების დროს გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. დაშავებულია ათობით ადამიანი.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, რა დროსაც სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს. მანამდე პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

დემონსტრანტები გადასახადების გაზრდის შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევას და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.

თავად პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთავრობა ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა შეაფერხონ დამნაშავეების მცდელობები შეარყიონ ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა.

საპროტესტო ტალღა კენიის დედაქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა ახალი საგადასახადო კანონპროექტი მიიღო. მთავრობა ახალი კანონით ქვეყნის ბიუჯეტში 3 მლრდ დოლარამდე თანხის მიღებას გეგმავს საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად.