პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, სანქციებთან დაკავშირებით ვარაუდებზე საუბარი არასერიოზულად მიაჩნია, რადგან მისი თქმით, ამ საკითხზე ოფიციალურ დონეზე კომუნიკაცია არ ყოფილა.
„ეს ყველაფერი ბუნდოვანი და გაუგებარია. ჩვენთან თუ იქნება კომუნიკაცია და ვინმე რამეს განგვიმარტავს, რა თქმა უნდა, ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ არასერიოზულია, ვიდრე ეს საკითხები არ დასმულა, იქამდე ვისაუბროთ ჰიპოთეზებზე და ა.შ. ვიდრე ჩვენთან ოფიციალურ დონეზე არ იქნება საუბარი, კომენტარი არასერიოზული იქნება. დაველოდებით, თუ ვინმეს რაიმე კომუნიკაცია სურს. დღეს და ახლა ამ სანქციების მატარებელი ჩავლილია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.