ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კენიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკან გაიწვევს კანონპროექტს, რომელსაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა

კენიის პრეზიდენტის, უილიამ რუტო განცხადებით, ის უკან გაიწვევს გადასახადების გაზრდის შესახებ კანონპროექტს, რომელსაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. 

როგორც პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, კენიელებს აღნიშნული კანონპროექტი არ სურთ, შესაბამისად, კანონპროექტს ხელს არ მოაწერს და დოკუმენტი უკან იქნება გაწვეული.

რუტოს თქმით, იგი აპირებს ახალგაზრდებთან დიალოგის დაწყებას და ანტიკრიზისულ ეკონომიკურ ზომებზე მუშაობას.

25 ივნისს კენიაში კანონპროექტის საწინააღმდეგო დემონსტრაციისას სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა. ნაირობიში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა აქციის მონაწილეებს, რომლებმაც პარლამენტში შეჭრა სცადეს და შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

ნაირობისა და კენიის სხვა ქალაქებში გასული კვირის შემდეგ დემონსტრანტები კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომელიც გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს.