ჰელსინკის კომისია ეროვნული ნაკრების გამარჯვებას ეხმიანება და ქართველ ხალხს გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავთ ქართველ ხალხს ისტორიულ მიღწევას. საქართველოს ხშირად არ აფასებენ, მაგრამ ვიცით, რომ მათი ხალხი ძლიერია და საქართველო ევროპას ეკუთვნის. საქართველოს გაუმარჯოს!“, – აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის გვერდზე.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. ფლეი-ოფში ჯვაროსნები ესპანეთს დაუპირისპირდებიან.
Congratulations to the people of Georgia on their historic achievement today in the Euros. Georgia is often underestimated, but we know its people are mighty and Georgia belongs in Europe. საქართველოს გაომარჯოს!
— U.S. Helsinki Commission (@HelsinkiComm) June 26, 2024